Tuesday, June 27, 2017

რეფლექსია

დავიწყეთ  ინტელის  კურსის შესწავლა. პირველი დღე  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.

      ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.

        ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
 1. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2. აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ Google.Drive-ში მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.


        ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მე-4 და მე5 მუხლებს: შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე

.