Tuesday, July 18, 2017

ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

რეფლექსია

 
პროექტის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე  საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
       მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.  21- საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას გულისხმობს. იმისათვის, რომ სწავლებაში დამენერგა ისტ, ამისათვის თავად უნდა დავუფლებოდი  კარგად. თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას:    
   ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო .    ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობასი გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს.
  მიღებული ცოდნა ნამდვილად საჭირო არის იმისათვის რომ უფრო საინტერესო გავხადოთ პროექტები და ჩვენი ნაშრომი გავუზიაროთ კოლეგებს.  კათედრის და პედ. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, საჩვენებელ გაკვეთილებზე თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად გავუზიარებ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და სიახლეებს.
 

   

No comments:

Post a Comment