Tuesday, July 18, 2017

ინტელის ტრეინინგის რეფლექსია

რეფლექსია

 
პროექტის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე  საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
       მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობების ერთობლიობას, რაც მასწავლებელს პროფესიულ ზრდასა და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.  21- საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას გულისხმობს. იმისათვის, რომ სწავლებაში დამენერგა ისტ, ამისათვის თავად უნდა დავუფლებოდი  კარგად. თანამედროვე პედაგოგიკაში განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა. ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ საკითხებს/ პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას:    
   ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო .    ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობასი გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს.
  მიღებული ცოდნა ნამდვილად საჭირო არის იმისათვის რომ უფრო საინტერესო გავხადოთ პროექტები და ჩვენი ნაშრომი გავუზიაროთ კოლეგებს.  კათედრის და პედ. საბჭოს სხდომებზე, აგრეთვე, საჩვენებელ გაკვეთილებზე თანამშრომლებს შეძლებისდაგვარად გავუზიარებ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და სიახლეებს.
 

   

ინტელის პროექტი

Tuesday, July 11, 2017

          ტ რ ე ი ნ ი ნ გი ს        მ ე რ ვ ე     დ ღ ი ს   რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


        მერვე დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება :,,პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცის". შევაფასეთ კოლეგების ნამუშევარი. შემდეგ ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, კერძოთ მოსწავლეთა პროექტის შეფასებაზე  , რესურსებში გავეცანით შეფასების რუბრიკებს.  ვიმუშავეთ ბლოგში კომენტარის გაკეთებაზე და მის გამოქვეყნებაზე.

Monday, July 10, 2017

                 მ ე შ ვ ი დ ე           დ ღ ი ს 
     
                რ   ე   ფ   ლ   ქ   ს   ი   ა

     ტრეინინგის   მეშვიდე დღეს  ვიმუშავეთ  პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგში და მის გამოქვეყნებაზე.ამავე დროს გავეცანით ინფორმაციას ვიდეო გაკვეთილების შესახებ და მის მისამართებს. ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე კერძოთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე.



Tuesday, July 4, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღის ტრეინინგის რეფლექსია



მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პოვერპოინტის პროგრამაზე  , მასში  ვიდეოს ჩასმაზე ბმულების გაკეთებაზე ფონების გაკეთებაზე ,ფოტოების ჩასმაზე, საავტორო უფლებების დაცვაზე ,მოდული სამის ფარგლებში ვისაურეთ ინტერნეტ-კავშირებზე

Tuesday, June 27, 2017

რეფლექსია

დავიწყეთ  ინტელის  კურსის შესწავლა. პირველი დღე  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.

      ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.

        ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
 1. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2. აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ Google.Drive-ში მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.


        ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მე-4 და მე5 მუხლებს: შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე, ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე

.   


Wednesday, June 24, 2015

სასწავლო პროექტი - ეკოლოგიური კატასტროფები

პროექტის მთავარი იდეა: ეკოლოგიური კატასტროფების გაცნობა


პროექტის აქტუალობა: დედეამიწაზე არსებული კატასტროფული კერების გაცნობა და მოსალოდნელი საფრთხეების განსაზღვრა

პროექტის მიზნები: გაეცნოს მოსწავლეები თუ რა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას დედამიწა და რა საფრთხეს წარმოადგენს ბუნებისთვის უხეში ჩარევა

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი


ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე


მოსალოდნელი შედეგი: გაეცნობიან და ინფორმაციას მოიძევენ ეკოლოგიურ კატასტროფებზე, მათ სახეებზე და თავიდან აცილების გზებზე. შექმნიან პრეზენტაციებს და მოაწყობენ განხილვას.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,  კომპიუტერი, ინტერნეტი,  ფორმატი, ფერადი ფანქრები.


პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
აქტივობა1 – სახელმძღვანელოზე მუშაობა.  მოსწავლეთა ინტერესი საკითხისადმი;
აქტივობა 2 – ჯგუფების დაკომპლექტება.
ა) ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას რა არის ეკოლოგიური კატასტროფა და რა იწვევს მას
ბ) მეორე ჯგუფი  მოიძევს ინფორმაციას და გააკეთებს პრეზენტაციას ხმელეთზე არსებულ ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ.
გ) მესამე ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას წლის დაბინძურების შესახებ და დაბინძურების შედეგებს წარმოადგენს გრაფიკულად
დ) მეოთხე ჯგუფი  მოიძევს ინფორმაციას და გააკეთებს პრეზენტაციას ჰაერის დაბინძურების შესახებ

ჯგუფები მოემზადებიან პრეზენტაციისათვის, შექმნიან საპრეზენტაციო მასალებს


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, მათემატიკა. ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები .


პროექტის ხელმძღვანელი: მეგი ბოგვერაძე